
გჭირდება დახმარება?
იპოვე პასუხი სასურველ შეკითხვაზე
ხშირად დასმული კითხვები
რა მასალისგან იქსოვება პროდუქცია?
ჩვენ გთავაზობთ ქუდებს, ხელთათმანებს, წინდებს და შარფებს, რომლებიც მოქსოვილია მხოლოდ ნატურალური და ორგანული მასალებით, კერძოდ, 100% ანტიალერგიული ბამბით ან 100% პრემიუმ ხარისხის შალით, რომელსაც სამკურნალო თვისებები გააჩნია.
ასევე სარჩული, რომელიც შალის ქუდებს შიგნიდან აქვს გამოკერებული, მოქსოვილია ბუნებრივი ფერის 100% ნატურალური ბამბისგან.
როგორ უნდა გავრეცხო შალის აქსესუარი?
შალი, სხვა ქსოვილებისგან განსხვავებით, მარტივად არ იკიდებს ჭუჭყს, ამიტომ მისი ხშირი გარეცხვა აუცილებელი არ არის.
თუმცა, თუ მის გარეცხვას დააპირებთ, გაითვალისწინეთ შემდეგი ინსტრუქციები:
- გარეცხეთ ცალკე, მხოლოდ ცივ წყალში – ხელით;
- არ გარეცხოთ სარეცხ მანქანაში;
- გამოიყენეთ შამპუნი ან რბილი სარეცხი საშუალებები;
- არ გაწუროთ;
- დატოვეთ სველი დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში;
- გაამშრალეთ პირსახოცით ან გასაშრობად დადეთ ჰორიზონტალურად.
როგორ უნდა გავრეცხო ბამბის აქსესუარი?
ბამბა არის ბუნებრივი, გამძლე მასალა, თუმცა მისი ქსოვილის ხარისხის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სწორი მოვლა.
თუ აპირებთ ბამბის ნაწარმის გარეცხვას, გაითვალისწინეთ შემდეგი ინსტრუქციები:
- გარეცხეთ ხელით, ცივ ან ოდნავ თბილ წყალში (არაუმეტეს 30°C);
- გამოიყენეთ ნაზი სარეცხი საშუალება ან შამპუნი;
- არ გამოიყენოთ სარეცხი მანქანა ან მათეთრებელი საშუალებები;
- დაალბეთ 10–15 წუთით, შემდეგ ნაზად ამოავლეთ;
- არ გახეხოთ და არ გაწუროთ მძლავრად;
- გაამშრალეთ პირსახოცით და დადეთ ჰორიზონტალურად გასაშრობად, მზის პირდაპირი სხივებისა და გათბობის გარეშე;
როგორ შევარჩიო ჩემთვის შესაფერისი ზომის ქუდი?
ზომის დასადგენად იხელმძღვანელეთ ქვემოთ მოცემული ცხრილით:
| ასაკი | ზომა | თავის გარშემოწერილობა (სმ) |
კაცი/ ქალი | L | 62-65 |
| M | 58-61 | |
| S | 54-57 | |
| ბავშვი | XS | 50-53 |
| 2XS | 45-49 | |
| 3XS | 40-44 |
სად შემიძლია ნახელავები ფიზიკურად ვნახო და მოვიზომო?
ჩვენი სახელოსნო მომხმარებლებისთვის ამჟამად დახურულია. შესაბამისად, გაყიდვები გვაქვს მხოლოდ ონლაინ, საიტიდან ან სოციალური ქსელების მეშვეობით.
თუმცა, “ბებიას” ხშირად მონაწილეობს თბილისის სხვადასხვა ფესტივალსა და ქუჩის ბაზრობაში, სადაც ჩვენი ნახელავების ნახვის და თავზე მორგების საშუალება გაქვთ. წინასწარ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ მედიას.
იღებთ თუ არა ინდივიდუალურ და კორპორატიულ შეკვეთებს?
ჩვენ წინასწარ განსაზღვრული, სპეციალურად ჩვენი საწარმოსთვის დამზადებული ფერებისა და დიზაინის პროდუქციას ვქმნით, რომლის შექმნა დიდი პროცესია. ამიტომ, ჩვენი ასორტიმენტისგან განსხვავებულ ინდივიდუალურ შეკვეთას არ ვიღებთ.
დამატებითი მომსახურების სახით შესაძლებელია ტყავის იარლიყის დამზადება სასურველი ლოგოთი და პროდუქციაზე განთავსება.
კორპორატიული შეთავაზების სანახავად ეწვიეთ ლინკს.
ქუდების გარდა სხვა პროდუქტსაც აწარმოებთ?
2021 წლიდან ჩვენ რამდენჯერმე გავამრავალფეროვნეთ პროდუქცია და ამჟამად, ქუდების გარდა, გთავაზობთ ბებიების ხელით ნაქსოვ წინდებს, ხელთათმანებს და შარფებს სხვადასხვა დიზაინით.
სამომავლოდ ვგეგმავთ ასორტიმენტის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებას და მომხმარებლებისთვის ისეთი პროდუქციის შეთავაზებას, როგორიცაა ნაქსოვი ჩანთები, თმის აქსესუარები და სხვა.
მოგვწერე შეკითხვა
თუ ამ გვერდზე შეკითხვაზე პასუხი ვერ მიიღე, დაგვიკავშირდი ელ-ფოსტის მეშვეობით:
info.bebias@gmail.com
გაგვესაუბრე პირადად
გაქვს შემოთავაზება? დაგვირეკე – ჩვენ ნებისმიერ დროს მზად ვართ, გიპასუხოთ.
+995-577-273090